საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
გენერალური პროკურატურა ხაზარაძის და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან დეპუტატები.
როგორია ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეფასებები ,- თემის დეტალები „მოამბეში“.