დეპუტატები დეპუტატების წინააღმდეგ - პოლიტიკური ცხოვრების სატელევიზო არქივი
აზრთა სხვადასხვაობა, პოლემიკა, კრიტიკა, კამათი საპარლამენტო ცხოვრებისთვის, განუყოფელი ნაწილია, თუმცა, პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადადის. ეს თითოეული კანონმდებლისთვის მიუღებელია, თუმცა, თუ პოლიტიკური ცხოვრების სატელევიზო არქივს გადავხედავთ, ის რისი წინააღმდეგებიც არიან, ხშირად ამის ინიციატორები თუ მონაწილეები დეპუტატები თავად ხდებიან.
ამ მხრივ გამონაკლისი არც 2017 წელი იყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის კოდექსის აუცილებლობაზეც ალაპარაკებდნენ.