დეპუტატ თეონა აქუბარდიას განცხადება

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებაზე დამგმობი განცხადება გააკეთოს. აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების პროცესი მიმდინარეობს, რისი დასტურიცაა ის, რომ ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას, რომლის გათვალისწინებით, სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო გეგმის განხორციელებისა და მომდევნო ექსპლუატაციის შესახებ რატიფიცირება მოახდინა.