პოლიტიკური სპექტრი დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვენეციის კომისიის შეფასებას ელოდება. საუბარია კანონის უკრაინულ მოდელზე. უმრავლესობის განმარტებით, დეოლიგარქიიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტი სწორედ უკრაინული საკანონმდებლო დოკუმენტის ანალოგია.