„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის ალტერნატიული პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიაში შემუშავებული ცვლილებები ქართულ კონტექსტს ითვალისწინებს. მისივე თქმით, დოკუმენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ყველა მხარეს თანაბრად შეეხება და მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენება ვერ მოხერხდება. მმართველი გუნდი არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას. შენიშვნები აქვთ ოპოზიციურ პარტიებშიც.
მოამბე