დეოლიგარქიზაცია – ერთ-ერთი პუნქტი ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან.
როგორ უნდა შესრულდეს ევროდირექტივა და რა უნდა ჩაიწეროს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში – საკითხზე პარლამენტში დისკუსია გაიხსნა. საკითხზე უკვე შეიქმნა ჯგუფიც, რომელმაც შესაბამის კანონზე უნდა იმუშაოს. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ევროკომისიის დადებითი პოზიციის არგუმენტით, უკრაინული მოდელის იმპლემენტაციას სთავაზობს, თუმცა შეთავაზებაზე ოპოზიციის პასუხი არაერთგვაროვანია. ოპონენტთა ნაწილი მსგავსი კანონის მიღებას საჭიროდ საერთოდ არ თვლის მეორე ნაწილი კი უკრაინული კანონმდებლობის ქართულ რეალობაზე მორგებას შეუძლებლად მიიჩნევს.
ევროდირექტივების შესასრულებლად პარლამენტში დღეს კიდევ ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა სამუშაო პროცესი ისევ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მიმდინარეობს – თეონა მანაგაძე დეტალებით.