დემონსტრანტების ნაწილი საქალაქო სასამართლოში გადაჰყვათ

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან აქციაზე გუშინ დაკავებული პირების ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყვათ.

როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული სამართლდარღვევის საქმეზე სხდომა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

თითქმის ყველა დაკავებულს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.