„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ განცხადება

16-17 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 13 პირს დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 12 დაკავებულს თვალით ხილული დაზიანებები აღენიშნებოდათ. „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დაკავებულ პირებზე განხორციელებული გადაცდომების გამოძიება. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, შეწყვიტოს დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება.