ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით გამართული „დემოკრატიის ფესტივალი“ პოლიტიკური შეფასებების საგანია.
მმართველ გუნდში ღონისძიებას ავტორიტარიზმის ფესტივალს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის უხეში ჩარევაა. თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ორი დღის წინ გაიმართა – ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. გამოფენილი იყო სხვადასხვა შინაარსის ბანერები, მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას“. ოპოზიციონერი ლიდერები კი მოქალაქეებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
ღონისძიება „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი- მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.