წალენჯიხასა და თელავის შემდეგ, „დემოკრატიის ფესტივალი“ დღეს ქუთაისში გაიმართა. ფესტივალში, რომელიც დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით მიმდინარეობს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.
ღონისძიების ფარგლებში, ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრებიან. დემფესტის რიგით მესამე ღონისძიებაზე ისევ გამოჩნდა პლაკატები წარწერით „თავისუფლება მიშას“. ფესტივალს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში, სადაც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოეთის ჩარევაზე საუბრობენ.