ბათუმში დემოკრატიის ფესტივალი დღეს აღარ ჩატარდება. ეს უნდა ყოფილიყო რეგიონების შემაჯამებელი ღონისძიება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა უწყვეტმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე და ის გააუქმეს. მანამდე „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ ფესტვალი წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში ჩაატარა. მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დანიის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, შეხვედრები გაიმართა ამომრჩევლებთან, ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფესტივალის დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს და საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია.