საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი საზოგადოებას ცილისმწამებლური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებს. მისი განცხადებით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მან გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა.
ივერი მელაშვილისთვის გაუგებარია ძიების დაწყების საფუძველი, ვინაიდან, მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ ახალ გარემოებად ცნობილი 1936-1937 წლებში გამოცემული რუკები ყოფილი კომისიის წევრებმა თავის დროზე შეისწავლეს და ხარვეზების გამო, მისი გამოყენება აღარ ჩაითვალა მიზანშეწონილად.
შეგახსნებთ, გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ კუთვნილი ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.