მშობლიურ სოფელში დაბრუნებული გოგონას ისტორია, თანამედროვეობაში გაცოცხლებული ძველი წეს-ჩვეულებები და გაუცხოების პრობლემა – რეჟისორმა ანა კვიჭიძემ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო.
„დელგმა“ – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც ქართული ფოლკლორისა და მითოლოგიის მოტივებზეა აგებული. ეროვნული კინო-ცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმის პრემიერა ზაფხულში საერთაშორისო ფესტივალზე იგეგმება. მანამდე კი „დელგმადან“ რამდენიმე ფრაგმენტს გვანცა გიორგაძის რეპორტაჟში ნახავთ.