ჯონ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრება ქართული დელეგაციაც.
პოლიტიკოსები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სენატორი მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მხარდამჭერი და მეგობარი იყო. დავით ბაქრაძის თქმით, ქართველი ხალხის სახელით უნდა დაფიქსირდეს სენატორის მიმართ მადლიერება.