კლუბ „ბასიანთან“ დეკანოზმა შალვა კეკელიამ პარაკლისი გადაიხადა. მოქალაქეთა ნაწილი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. სასულიერო პირმა პარაკლისი მას შემდეგ დააანონსა, რაც 19 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. დეკანოზმა ხელისუფლებასა და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, ხელი შეუშალონ ნარკოტიკის უკონტროლო გავრცელებას ქვეყანაში.