„დედე“ - მარიამ ხაჭვანის ფილმის საერთაშორისო წარმატება

 

მარიამ ხაჭვანის ფილმის წარმატება. ნამუშევარი “დედე“ კანში კინემატოგრაფისტების 30-ე შეხვედრაზე ფესტივალის ჟიურის გრანპრის მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი, რომელიც სვანი გოგოს სიყვარულზე მოგვითხრობს, საერთაშორისო ფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს.

თითქმის ყველა ფესტივალიდან „დედე“ გამარჯვებული ბრუნდება.

რამდენიმე დღის წინ კი, მარიამ ხაჭვანი ორი პრიზით დაჯილდოვდა, აზიურ ოსკარად წოდებულ ფესტივალზე.