დედაქალაქში ღვინის საახალწლო ბაზრობა გრძელდება. ღვინის ქარხანა ნომერი ერთის ძველ სარდაფებში სტუმრებს საღამოს 8 საათამდე ელოდებიან.
საახალწლო და საშობაო სუფრისთვის კომპანიები და საოჯახო მარნები თავიანთ საუკეთესო პროდუქციას შემოგთავაზებენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, არჩევანი დიდია, – თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ნახევრადტკბილი და ცქრიალა ღვინოები შეგიძლიათ ადგილზე დააგემოვნოთ.
საგანგებოდ მოწყობილ ბაზრობაზე ქართული ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი და თხილი იქნება წარმოდგენილი. გაიმართება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.