საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – ამ თემებზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, როგორც გატარებულ რეფორმებზე, ასევე სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მომავალ წელს იგეგმება ახალი ავტობუსების დამატება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ასევე ტაქსების რეფორმის გაგრძელება.