თბილისის წყლის შესაძლო დაბინძურების თემა იყო ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის ზღვაში ფეკალური მასები ჩაედინება. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილს ორაზროვანი განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და თბილისს ხარისხიანი წყალი მიეწოდება.
რაც შეეხება რამდენიმე კომპანიისთვის ვერეს ხეობაში მდებარე მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის გადაცემის საკითხს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა, ის, კომისიების რეკომენდაციით, სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.