თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა. დამტკიცდა ინსპექციის დებულებაც. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი, 25 სექტემბერს, დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებით შეეცვალა და მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა. სახელის ცვლილებასთან ერთად, უწყებას დაემატა გარკვეული ფუნქციები, მათ შორის ხმაურის რეგულირება და მშენებლობებზე ზედამხედველობა. ფუნქციების ზრდასთან ერთად, იზრდება ინსპექტორების რაოდენობაც. მერმა დღეს ინსპექციას 30 ახალი ავტომობილი გადასცა.