ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხი გადაწყვეტილია. მეპატრონესთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება მიღწეულია. ადგილზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განცხადება კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. თბილისის მერმა ასევე ისაუბრა მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზეც და მოადგილეს იმ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა დაავალა, რომელსაც მეტროსადგურის რეაბილიტაცია ევალებოდა.