დედაქალაქის მთავრობის სხდომა

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს ორი დიდი სატრანსპორტო კვანძის, ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, საცობებსა და საზ. ტრანსპორტის დაგვიანებას იწვევს ქალაქში მოძრავი კერძო ავტომობილების დიდი რაოდენობა.

როგორც მერმა განმარტა, მათ კარგად ესმით ხარვეზები, რაც სატრანსპორტო კუთხით დღეს ქალაქში არსებობს, თუმცა სატრანსპორტო რეფორმა, რის ფარგლებშიც განახლდა ავტოპარკი და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასა და საბოლოოდ გადაადგილების თვალსაზრისით, მოქალაქეებს მეტ კომფორტს შეუქმნის.