დედაქალაქის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში მიმართულებაზე 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თბილისის მერის ინფორმაციით, მედიკამენტები „სოციალურად დაუცველ“ ოჯახებს სრულად დაუფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი დარჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე. თუმცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მიტაცება რეაგირების გარეშე არ დარჩება. უკანონო ნაგებობების შემთხვევაში კი მოხდება მათი დემონტაჟი.