დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე კახა კალაძემ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ამასთან, მან ის კომპანია გააკრიტიკა, რომელმაც მშრალ ხიდსა და ზაარბრუკენის ხიდებზე უხარისხო გზის საფარი დააგო და კომპანიისგან საკუთარი ხარჯებით, სამუშაოების ხელახალი ჩატარება მოითხოვა. სხდომის ბოლოს კი თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა და სამუშაო წელი შეაჯამა.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.