მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლები ბე (B) კატეგორიის ლიცენზიით მუშაობას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა ტაქსის მძღოლებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და იზიარებს მათ პოზიციებს.
კიდევ რა საკითხებს შეეხო კახა კალაძე, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.