კანდიდატის სტატუსის მიღება საზოგადოებას დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემაც მიულოცეს. შეფასებები მათ თბილისის საკრებულოში, 2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთეს.
2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 763 354 000 ლარია. დღესვე კახა კალაძემ შეაჯამა 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები. სხდომის ფარგლებში, კახა კალაძემ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.