დედაქალაქის მეტროს ელექტროსისტემის შეცვლის სამუშაოები ივნისის თვის ბოლოდან დაიწყება.
მეტროს პირველ ხაზზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, საკითხზე მორგი განმარტება დედაქალაქის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, მეტროში ელექტროსისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნის შემდეგ არ ჩატარებულა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზაფხულიდან საერთო ჯამში 450 კილომეტრი სიგრძის სადენებს შეცვლის. სამუშაოებზე 17 მილიონი ამერიკული დოლარია გამოყოფილი. არ არის გამორიცხული, რეაბილიტაციის პერიოდში შემცირდეს მეტროს მუშაობის საათებიც. თუმცა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
სექტემბრიდან მეტროს კიდევ 11 რეაბილიტირებული ვაგონი შეემატება.