თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი, კახა კალაძე წარადგენს. ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევისა და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე იგეგმება ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის დაწყება.