პურის ფესტივალთან ერთად, დედაქალაქი „ქართული ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს. ღვინის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ასობით უცხოელსა და ადგილობრივ სტუმარს ერთ სივრცეში აერთიანებს, უკვე მეოთხედ ტარდება. ღონისძიების ფარგლებში, მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია. ფესტივალზე მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.