დედაქალაქი „ქართული ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

პურის ფესტივალთან ერთად, დედაქალაქი „ქართული ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს. ღვინის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ასობით უცხოელსა და ადგილობრივ სტუმარს ერთ სივრცეში აერთიანებს, უკვე მეოთხედ ტარდება. ღონისძიების ფარგლებში, მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია. ფესტივალზე მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.