კონცერტს უმასპინძლა დედაენის ბაღმა. მაყურებლის წინაშე სტეფანე ბენდთან ერთად წარდგა.
მუსიკალურ საღამოს თბილისის მერი ოჯახთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს ძველით ახალი წელი მიულოცა. კონცერტის გარდა დედაენის ბაღში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საახალწლო ბაზრობაზე სტუმრებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის და სუვენირის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ატრაქციონების პარკიც.