დებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის

თბილისის მერობის 16 კანდიდატი ერთმანეთის პირისპირ. ზუსტად ერთ საათში საქართველოს პირველ არხზე საარჩევნო დებატები იწყება, რომელშიც დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელობისთვის მებრძოლი ყველა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომზადებული ფორმატი გულისხმობს, რომ ყველა მონაწილე ისარგებლებს თანაბარი საეთერო დროით. მათ საშუალება ექნებათ, საკუთარ ამომრჩევლებს გააცნონ ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები, უპასუხონ წამყვანის შეკითხვებს და ასევე დასვან კითხვები ერთმანეთის მისამართით. დებატებს გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანი გიორგი გვიმრაძე გაუძღვება. ეს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის მერობის კანდიდატთა პირველი დებატებია.