პირველი დებატი სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს შორის.
პრეზიდენტობის სამმა კანდიდატმა პირველი არხის მიერ შეთავაზებული ფორმატით ისარგებლა, რაც დებატების გამართვას ერთმანეთის გამოწვევის საფუძველზე გულისხმობს. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები გამოიწვია და თანხმობაც მიიღო.
საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტების გაცნობის და წამყვანის კითხვებზე პასუხების გაცემის გარდა კონკურენტებმა კითხვები ერთმანეთსაც დაუსვეს.