სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ერთ სატელევიზიო სტუდიაში.
ერთ საათში პირველ არხზე პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები დაიწყება. ეს იქნება პირველი შემთხვევა ორთვიან წინასაარჩევნო მარათონში, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატები ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან. პრეზიდენტობისთვის მებრძოლ სუბიექტებს საშაულება ექნებათ, წამყვანის კითხვებზე პასუხების გარდა შეკითხვები ერთმანეთსაც დაუსვან. ეს არის პირველი არხის მიერ შეთავაზებული ფორმატი, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატები დებატებში ერთმანეთს იწვევენ, შეთანხმების შემთხვევაში კი ჩვენ მათ დროს ვუთმობთ.
დღევანდელ დებატებს ტრადიციულად გიორგი გვიმრაძე გაუძღვება.