პირველი არხი საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებს განაგრძობს.
დღეს ზუსტად 22 საათზე ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე დაუპირისპირდებიან. ფორმატის წამყვანთან ერთად, დებატში მონაწილეები შეკითხვებს ერთმანეთსაც დაუსვამენ. ეს პირველი არხის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის შეთავაზებული ის ფორმატია, რომელშიც კანდიდატები ერთმანეთს იწვევენ. შეთანხმების შემთხვევაში კი პირველი არხი მათ საეთერო დროს უთმობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატები, დებატში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გამოიწვია.
სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის დებატი პირველ არხზე დღეს ზუსტად 22 საათზე დაიწყება.