პარლამენტში პოლიტიკური კონფიგურაცია იცვლება.
„მოამბის“ ინფორმაციით, უმრავლესობის რიგებს უახლოეს მომავალში რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. საკითხი მოსამართლეთა უვადო განწესების გარშემო არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. პარლამენტი დღეს ამ თემას მწვავე დებატებისა და განცხადებების ფონზე განიხილავს.
როგორც ცნობილია, კონსტიტუციასთან შეუსაბამობის არგუმენტით, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, მხარი არ დაუჭიროს ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის მიერ მომზადებულ ინიციატივას.