საქართველოს პრემიერის გზავნილები გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მსოფლიო პანდემიის გამო, გიორგი გახარიამ 75-ე სესიის მონაწილეებს გაერო-ს ტრიბუნის ნაცვლად, საქართველოდან დისტანციურ რეჟიმში მიმართა. რუსული ოკუპაცია და მოახლოებული არჩევნები იყო პრემიერის გამოსვლის მთავარი თემები.
გიორგი გახარიამ მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები და აქცენტი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე გააკეთა.
როგორ აფასებენ პრემიერის გამოსვლას თბილისში – მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიცია ნათია ქენქაძის სიუჟეტში.