ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია კრიტიკულ შენიშვნებს იზიარებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შენიშვნების ნაწილის გათვალისწინება შეიძლება, თუმცა ის, რომ ქვეყნის „ევროპულ მომავალს გვარამია – სააკაშვილი განსაზღვრავს“, ეს მათთვის გაუგებარი და მიუღებელია.