უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის მთავარი თემაა. სულ ცოტა ხანში ევროპარლამენტში დაიწყება დებატები, როგორ უნდა გაუმკლავდეს შენგენის სივრცე უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების ნაკადს. კომენტარები კეთდება ასოცირებული ქვეყნების – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებზეც.