ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში მოსახლეობა მონაწილეობას 35 ე.წ. ოლქის, 152 ე.წ. საარჩევნო უბანზე შეძლებს, ამგვარად, უკანონო „არჩევნებში“ მონაწილეობას ჯამში დაახლობით 130 000 ადამიანი შეძლებს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში 35 ე.წ. დეპუტატია, მათი არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება.