თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა. შალვა ლომიძემ სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. დეპუტატების განცხადებით, რუსეთის პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების შედეგად, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მკვეთრად გაუარესდა, რაც საფრთხეს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასაც უქმნის. მათი აზრით, რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდა და კიდევ მეტი ჩართულობა, საქართველოსა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.