დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა

როგორ უმკლავდება საქართველო გამოწვევებს რეგიონში შექმნილი დაძაბულობის ფონზე – თავდაცვის კომიტეტზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. დისკუსია დახურულ ფორმატში წარიმართა. მთავარი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე ომი, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო და ამ ფონზე საქართველოში არსებული რისკები. დეპუტატებმა დამატებითი ინფორმაცია დაზვერვის სამსახურის უფროსისგან მიიღეს.