კურორტ წყალტუბოს ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით დაახლოებით სამჯერ არის შემცირებული.
მიზეზი ცენტრალური პარკის სავალალო მდგომარეობაა. თითქმის განადგურებულია იფრასტრუქტურა, დაზიანებულია სკამები, მოუვლელია სავალი ბილიკებიც. პარკი ნახევრად ჩაბნელებულია და საღამოს საათებში იქ გასეირნება თითქმის წარმოუდგენელია. სამი წლის წინ განხორციელებული პროექტის შემდეგ, რომელზეც 49 მილიონი დაიხარჯა, ტერიტორიის მოვლა ადგილობრივ მერიას გადაეცა.
რა პასუხი აქვთ მუნიციპალიტეტში და რა ვითარებაა კურორტზე, – ნახეთ ჩვენს სიუჟეტში წყალტუბოდან.