გიგი უგულავას ინფორმაციით, ფოთში მისი საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის თქმით, ოფისში გვიან ღამით უცნობი პირები შეიპარნენ, საარჩევნო პლაკატები დააზიანეს და დროშები მოიპარეს. უგულავა ფაქტს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დამნაშავეები დაუყოვნებლივ დააკავონ. მისი ინფორმაცით, ოფისზე სათვალთვალო კამერებია და დანაშაულის ჩამდენი პირები აღბეჭდილი იქნებიან.