წინა ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ოჯახები საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი ევროპელი დეპუტატებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ, თუ რა პირობებში უწევდათ ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. მათივე თქმით, ევროპელ დეპუტატებს ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმ საქმეების შესახებ, რომელთა გამოც მიხეილ სააკაშვილს ბრალდებულის და მსჯავრდებულის სტატუსი აქვს.