სპორტის სასახლესთან შეჩერებული მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ დაზარალებულები - რას პასუხობს მერია
სპორტის სასახლესთან შეჩერებული მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ დაზარალებულები. მათი თქმით, გამოსწორებული ხარვეზების მიუხედავად, მერია ყოველდღიურად ახალ ხარვეზებს ადგენს და კორპუსის მშენებლობის გაგრძელება ვერ ხერხდება.
თბილისის მერია დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, მაგრამ მანამდე შენების განთავსებისა და მაქსიმალური სიმაღლის სქემის კორექტირებას სთხოვს.