დღეს კიდევ ერთხელ გახდა საჭირო იმ კატეგორიების განმარტება, რომლებზეც მსუბუქი მანქანებით მოძრაობის აკრძალვა არ ვრცელდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, დღის გარკვეულ მონაკვეთებში, ავტომობილებით გადაადგილების უფლება ექნება რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
გარკვეული წესების დაცვით გამონაკლისია დაშვებული იმ პირებისთვისაც, რომლებსაც სამედიცინო გამოკვლევები ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. შეზღუდვა არ ეხებათ იმ მოქალაქეებსაც, რომელთა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მაინც ნებადართულია. საგანგებო წესებთან და აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება მოქალაქეს სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე შეუძლია შემდეგი ნომრით – 144.