დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

საქართველოს ევროინტეგრაციაა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა მოლდოველ კოლეგას, ასევე ლიეტუვას პრეზიდენტს და ხორვატიის პრემიერ-მინისტრს. ისაუბრეს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მანამდე ქართული დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. ეკონომიკური შეხვედრების მთავარი თემა უცხოელი პარტნიორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და ჩვენი ქვეყნით რაც შეიძლება მეტი ინვესტორის დაინტერესება იყო.