დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. შვეიცარიაში უკვე ჩავიდა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. რიგით 54-ე ფორუმს ასევე დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ახლო აღმოსავლეთის ლიდერები. იმსჯელებენ ღაზასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ომის დასრულების საკითხებზე. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.