პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
უკვე გაიმართა შეხვედრები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან, მათ შორის კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან. ენერგო უსაფრთხოება წელს დავოსში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საკუთარ გამოსვლაში ამ საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ-დერ ლაიენმა. შუა დერეფნის მნიშვნელობა და ენერგეტიკა იქნება თემები, რაზეც პანელურ დისკუსიაზე ხუთშაბათს ისაუბრებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.